ტაილანდელმა ბავშვებმა განაცხადეს, რომ გამოქვაბულში 10 დღის განმავლობაში საკვების გარეშე იმყოფებოდნენ

საქართველო, თბილისი - 17:05 | 18.07.2018
ნანახია: 691

ტაილანდელი ბავშვებს ფეხბურთის გუნდიდან და მათ ტრენერს, თჰამ ლუანგის გამოქვაბულში შესვლის დროს საკვები პროდუტქები არ ჰქონდათ. ამის შესახებ თავად ბავშვებმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს. მანამდე  ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოზარდებმა მღვიმეში შესვლის წინ თანატოლის დაბადების დღისთვის ნამცხვრები და სხვა ტკბილეული შეიძინეს, რომელსაც გამოქვაბულში დრჩებნილები 10 დღის განმავლობაში თანაბრად ინაწილებდნენ.

„ჩვენ არანაირი პროდუქტი არ გვქონდა, როდესაც გამოქვაბულში შევედით. მღვიმეში დაბადების დღის აღნიშვნას არ ვაპირებდით, პირიქით ვჩქარობდით, რომ თანატოლის სახლში მივსულიყავით, სადაც მისი მშობლები ჩვენთვის წვეულებას ამზადებდნენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოზარდმა.

 „საჭმელი საერთოდ არ გვქონდა, ჩვენ მხოლოდ წყალს ვსვამდით, რომელიც სტალაქტიტებიდან წვეთავდა. მას ისეთივე გემო ჰქონდა, როგორც ჩვეულებრივ სასმელ წყალს. ვსვამდით ბევრს, ვიდრე დანაყრების შეგრძნებას არ შეგვიქმნიდა, თუმცა ეს შეგრძნება დიდხანს არ გრძელდებოდა“, - აღნიშნა მან.

სამაშველო ოპერაციის დროს მედია წერდა, რომ მოზარდებმა მღვიმეში შესვლამდე დიდი რაოდენობით ჩიფსები, ტკბილეული შეიძინეს, რათა ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღე აღენიშნათ. როგორც აღმოჩნდა, საკვები მღვიმეში შესვლამდე შეჭამეს და ბიჭები გამოქვაბულში დაბადების დღის არნიშვნას არ აპირებდნენ.

საფეხბურთო გუნდის წევრები და მათი ტრენერი, მღვიმეში 23 ივნისს შევიდნენ, მაგრამ გადაუღებელი წვიმების გამო გამოქვაბულის შესასვლელი მოულოდნელად დაიტბორა და მათ იქიდან გამოვსლა ვეღარ შეძლეს. თითქმის ორკვირიანი ტყვეობის შემდეგ მაშველებმა ბავშვები სამ ეტაპად სამი დღის განმავლობაში გამოიყვანეს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე