სოციალურ დახმარებასთან ერთად, ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს დამატებითი შემოსავალი - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 12:42 | 18.07.2018
ნანახია: 2050

„სოციალური დახმარების პარალელურად, ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოძებნოს დამატებით სამუშაო, მიიღოს დამატებითი შემოსავალი და სწრაფად დაძლიოს სიღარიბე,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, სოციალური დახმარების არსებული მოდელის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებული მოდელით, ადამიანი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს, სამსახურის დაწყების მოტივაციას კარგავს, რადგან ეშინია აღნიშნული დახმარება არ შეუწყდეს. „ჩვენი მიზანია, ადამიანი სწრაფად ამოვიდეს სიღარიბიდან, შექმნას საკუთარი ოჯახის ეკონომიკა და ჰქონდეს თავისი შემოსავალი. როდის უფრო სწრაფად შეძლებს ამას, როცა მხოლოდ დახმარებას იღებს თუ დახმარებასთან ერთად სამუშაოსაც რომ მოძებნის და ფეხს მოიკიდებს? უნდა ვიფიქროთ ამ მოდელის შეცვლაზე იმგვარად, რომ სოციალური დახმარების პარალელურად, ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოძებნოს დამატებით სამუშაო, მიიღოს დამატებითი შემოსავალი და სწრაფად დაძლიოს სიღარიბე,” - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე