პროკურატურაში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე ქუმსიშვილი და ალავიძე გამოკითხეს

საქართველო, თბილისი - 16:55 | 17.07.2018
ნანახია: 807

მთავარ პროკურატურაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე გამოკითხეს.

არსებული ინფორმაციით, ისინი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე