ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ილია მეორეს ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო თანაგრძნობა გამოუცხადა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 17.07.2018
ნანახია: 893

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა, გარეგინ მეორემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, სადაც ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თანაგრძნობა გამოუცხადა.

„სურბ ეჩმიაძინის საკათედრო ტაძრიდან თქვენ, ჩვენს ქართველ ძმებს თანადგომას გიცხადებთ. თანავუგრძნობთ ტყიბულის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და მათ მეგობრებს. ვლოცულობთ, რათა ჩვენმა ზეციერმა მამამ თავისი წმინდა სულით მგლოვიარენი ანუგეშოს, დაშავებულები კი სწრაფად გამოაჯანმრთელოს“,- ნათქვამია სომეხთა კათოლიკოსის წერილში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე