მეგან მარკლის მამამ ქალიშვილის უიღბლო ქორწინებაზე ისაუბრა

საქართველო, თბილისი - 12:52 | 17.07.2018
ნანახია: 1129

ტომას მარკლი მიიჩნევს, რომ მისი ქალიშვილი დათრგუნულად გამოიყურება. მეგანის მამამ The Sun-თან ინტერვიუში პრინც ჰარისთან ქალიშვილის უიღბლო ქორწინებაზე ისაუბრა.

ტომასის თქმით, ყოფილმა მსახიობმა საყვარელი მამაკაცთან ქორწინებისთვის ბევრ რამეზე უარი თქვა, გაიღო მსხვერპლი, რათა ჰარისთან ყოფილიყო. მან აღნიშნა, რომ ქალიშვილის სახეზე „დატანჯული ღიმილი“ შენიშნა.

 „მას ლამაზი ღიმილი აქვს, მაგრამ ახლა დათრგუნულად გამოიყურება, შესაძლოა მეგანზე დიდ ზეწოლას ახდენენ. მან მაღალი ფასი გადაიხადა, რათა პრინცის ცოლი გამხდარიყო, მის ოჯახში შესულიყო“, - აღნიშნა ტომასმა.

ამჟამად ტომასს ქალიშვილთან ურთიერთობა არ აქვს. სამეფო ოჯახი იმდენად უკმაყოფილო იყო მამაკაცის გამონათქვამებით, რომ მეგანმა მამასთან ურთიერთობა გაწყვიტა. ტომას მარკლი იმედოვნებს, რომ ქალიშვილი შეურიგდება და კვალვ ერთმანეთისთვის ახლობელი ადამიანები გახდებიან.

„უბრალოდ მისი ნახვა მსურს. ჩვენ ნორმალური ურთიერთობები უნდა გვქონდეს“, - განაცხადა მეგან მარკლის მამამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე