სარალიძე ვარაუდობს, რომ დღეს ახალ მთავარ პროკურორს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 12:24 | 17.07.2018
ნანახია: 798

ხორავას ქუჩაზე მოკული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურაში 15:00 საათზე გამოცხადდება.

როგორც ის ჯი-ეიჩ-ენ-თან აღნიშავს, დღეს იწურება ის 10 დღიანი ვადა, რაც მას პროკურატურამ რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად თხოვა.

სარალიძე ვარაუდობს, რომ დღეს ის ახალ მთავარ პროკურორს ლაშა თადუმაძესაც შეხვდება.

იმ შემთხვევაში, თუკი ზაზა სარალიძის მოთხოვნები დღეს არ შესულდება, როგორც ის განმარტავს, სამოქმედო გეგმას ადგილზევე გადაწყვეტს. ის მთავარ პროკურატურაში ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად მივა.

შეხვედრას ასევე დაესწრება შსს-ს წარმომადგენელიც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე