საქართველოსა და იტალიას შორის რამდენიმე დოკუმენტს ხელი მოეწერა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 17.07.2018
ნანახია: 608

იტალიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელი მოეწერა:  
 
• ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე; 
 
• ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის პროექტის „იტალია-საქართველო - გაცვლითი პროგრამა ხელოვანებისათვის“ ფარგლებში; 
 
• ურთიერთგაგები სმემორანდუმს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტსა და იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კარაბინიერების კორპუსს შორის; 
 
• ურთიერთგაგების მემორანდუმს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრ „საქართველოსა“ და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს „იტალია“ შორის; 
 
• შეთანხმებას მეცნიერების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და  იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის; 
 
• თანამშრომლობის პროგრამას,  სამეცნიერო ურთიერთანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს  შორის; 
 
• ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და იტალიის რესპუბლიკის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ; 
 
• შეთანხმებას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების გაერთიანებას „COTEC“ შორის;



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე