„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება

საქართველო, თბილისი - 12:28 | 03.12.2015
ნანახია: 1425

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, 3 დეკემბრის  მთავრობის სხდომაზე  „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო  პროგრამის ფარგლებში ორი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში შეიქმნება საკვები პროდუქტების საწარმო, სადაც ჩაიდება დაახლოებით ასი ათასი ლარის ინვესტიცია, დასაქმდება 15 ადამიანი, ხოლო წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გავა გერმანიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში. ამ საწარმოს შესაქმნელად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრომ, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში,   „კამარა ექსპრესს“ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.

ასევე ერთ ლარად გადაეცა შპს „,მედ პროჯექტს“ ქალაქ თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთები. კომპანია ამ ქონებაზე გეგმავს თხევადი ჟანგბადის საწარმოს შექმნას და ამისთვის 700 000 ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას. საწარმო დაასაქმებს ათ ადამიანს და პროდუქციის გამოშვებას დაიწყებს ორი წლის ვადაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე