შურისძიების მიზნით ინდონეზიაში 300-მდე ნიანგი დახოცეს

საქართველო, თბილისი - 16:20 | 16.07.2018
ნანახია: 1823

ინდონეზიის ქალაქ სორონგის მცხოვრებლებმა ადგილობრივ ფერმაში ყველა ნიანგი შურისძიების მიზნით დახოცეს.

ფერმის 31 წლის თანამშრომელს ერთ-ერთი ნიანგი ბალახის მოგროვების დროს თავს დაესხა, როდესაც მამაკაცის ყვირილზე ადგილობრივი მცხოვრებლები მის დასახმარებლად გაიქცნენ, ის უკვე მკვდარი დახვდათ.

დაკრძალვის შემდეგ ადგილობრივები ნიანგების ფერმაში გაემართნენ და 292-ვე ნიანგი მოკლეს. მამაკაცები დანებით, ნაჯახებითა და ხელკეტებით არამხოლოდ ორმეტრიან რეპტილიებს გაუსწორდნენ, მათი პირმშოებიც დახოცეს.

გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძვანელობამ რეპტილიების განადგურების ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ფერმის მფლობელმა უდიდესი დანაკარგი განიცადა. ცხოველების დამცველები ნიანგების მასობრივ განადგურებაში მონაწილეების უმკაცრეს დასჯას მოითხოვენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე