რომან აბრამოვიჩი „ჩელსისთვის“ ახალ სტადიონს ააშენებს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 03.12.2015
ნანახია: 1484

ლონდონის საფეხბურთო კლუბმა „ჩელსიმ“, რომელიც რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის საკუთრებაა, მუნიციპალიტეტში 60 ათას ადგილზე გათვლილი სტადიონის მშენებლობის ნებართვაზე შეიტანა განაცხადი.

როგორც ირკვევა რომან აბრამოვიჩს სტადიონის აშენება „სტემფორდ ბრიჯის“ ტერიტორიაზე სურს.  სტადიონის ტერიტორიაზე განთავსდება კლუბის მაღაზია, მუზეუმი, კაფე და რესტორანი.

„ჩელსი“ 1905 წელს დაარსდა, ის თამაშობს პრემიერლიგაში და ისტორიის უდიდესი ნაწილი გატარებული აქვს ინგლისის უმაღლეს ლიგაში. გუნდის განკარგულებაშია 41,837 ადგილიანი სტადიონი ,,სტემფორდ ბრიჯი“. „ჩელსი“ ერთადერთი ლონდონური კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

დაარსების დღიდან „ჩელსი“ თამაშობს „სტემფორდ ბრიჯზე“, რომელიც მდებარეობს ფულემში, დასავლეთ ლონდონში. მიუხედავად სახელწოდებისა, კლუბი კენსინგტონისა და ჩელსის საქალაქო რაიონის ფარგლებს გარეთ მდებარეობს, ჰემერსმითის და ფულემის ლონდონის საქალაქო რაიონში. 2003 წელს „ჩელსი“ იყიდა რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა.

„ჩელსის“ ტრადიციული საფეხბურთო ფორმა არის სამეფო ლურჯი ფერის მაისურები და ტრუსები და თეთრი გეტრები. მოდერნიზებისა და რებრენდინგის მიზნით კლუბის ლოგო ისტორიის მანძილზე რამდენიმეჯერ შეიცვალა. მიმდინარე ლოგო არის 1950-იან წლებში შექმნილი ლოგოს მოდიფიცირებული ვერსია, რომელზედაც გამოსახულია ლომი კვერთხით ხელში. ინგლისურ ფეხბურთში, „ჩელსის“ ყველა დროის საშუალო დასწრების მეხუთე მაჩვენებელი აქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე