ზოოპარკიდან ორი ვეფხვი და ერთი ლომი გაიქცა

საქართველო, თბილისი - 15:21 | 16.07.2018
ნანახია: 2846

ჩეხეთში, სოფელ შტიტში მდებარე კერძო ზოოპარკიდან ორი ვეფხვი და ერთი ლომი გაიქცა. პოლიცია სოფლის მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მომხდარის მიზეზი უცნობია. მტაცებლების ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიციელთა რვა რაზმი და ვერტმფრენი. სავარაუდოდ ცხოველები ზოოპარკის შემოგარენში იმყოფებიან, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ სხვა ტერიტორიაზეც გადაადგილდნენ.

სოფელ შტიტში კერძო ზოოპარკი 2014 წლიდან არსებობს, ვეფხვებისა და ლომების გარდა იქ სხვა ეგზოტიკური ცხოველებიც ბინადრობენ. ზოოპარკის თანამშრომლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე