მეშახტეების დაღუპვის გამო იტალიიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება გაუქმდა

საქართველო, თბილისი - 15:01 | 16.07.2018
ნანახია: 776

ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო იტალიიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება გაუქმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო გაუქმდა იტალიიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო ვიზიტით თბილისს დღეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

შეგახსენებთ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მუშა დაიღუპა და 6 დაშავდა. შსს-ს ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე