ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის პასუხისმგებელი პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან

საქართველო, თბილისი - 13:02 | 16.07.2018
ნანახია: 1039

ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის პასუხისმგებელი პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან.

როგორც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ ამირანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ფარგლებში ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაიხურება.

მან მინდელის სახელობის შახტში გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. დღეს გამთენიისას, 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულის შახტში მოხდა უბედური შემთხვევა. შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. როგორც მოგეხსენებათ, ოთხი ადამიანი, საუბედუროდ, გარდაიცვალა. დამატებით მინდა მოგახსენოთ, რომ გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება“, – განაცხადა ამირანაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე