მოგერინი აშშ-ს მოუწოდებს ახსოვდეს, ვინ არიან მისი მეგობრები

საქართველო, თბილისი - 13:00 | 16.07.2018
ნანახია: 659

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ჰელსინკში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდა ახსოვდეს ვინ არიან მისი მეგობრები.
ჰესლინკში დღეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება. ორი ქვეყნის ლიდერი ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებსა და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.

 „მე რომ ჟურნალისტი იყო, მას (ტრამპს) ვკითხავდი ვის მიიჩნევს თავის მეგობრებად. ჩვენ (ევროკავშირს) ძალიან კარგად გვესმის ვინ არის ჩვენი მეგობარი - აშშ და არაერთხელ მითქვამს, რომ ადმინისტრაციის შეცვლა ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობას არ ცვლის. რა თქმა უნდა, აშშ-ს მეგობრად, პარტნიორად ახლო მეგობრად მივიჩნევთ. და ყოველთვის ასე იქნება“, - განუცხადა მოგერინიმ ჟურნალისტებს ბრიუსელში და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, რომ ამერიკის ადმინისტრციას აქვს ნათელი წარმოდგენა თავისი მეგობრების შესახებ.

 „მაგრამ ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი მსოფლიოში: კანადა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ხვალ ხელს ვაწერთ შეთანხმებას იაპონიასთან, ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან. დღეს ხა ხვალ ვუმასპინძლებ ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვისა და აფრიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს“, - აღნიშნა მოგერინიმ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე