ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს იმედი აქვს, რომ ტრამპი პუტინთან საქართველოს და უკრაინის პრობლემებზე ისაუბრებს

საქართველო, თბილისი - 11:56 | 16.07.2018
ნანახია: 657

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიდე რეინდერსი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის რუს კოლეგასთან უკრაინისა და საქართველოს საკითხებს დააყენებს.

"მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ განვიხილავთ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს უკრაინაში არსებული ვითარება, ყირიმის ანექსია, ასევე სიტუაცია საქართველოში და რუსეთის ფედერაციის სამხედრების ყოფნა ამ რეგიონში. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ საკითხებს დააყენებს. არსებობს სირიის საკითხიც, რომელიც ასევე უნდა წამოიწიოს“ - განაცხადა რეინდერსმა ჟურნალისტებთან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

ცნობისთვის, ჰელსინკში დღეს გაიმართება მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. ისინი გეგმავენ განიხილონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე