ილონ მასკმა ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების მაშველს პედოფილი უწოდა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 16.07.2018
ნანახია: 844

ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა ბრიტანელ სპელეოლოგს ვერნონ ანსვორტს პედოფილი უწოდა. ანსვორტი ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილ ბავშვებს გამოსვლაში ეხმარებოდა.

მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ანსვორტს პედოფილი უწოდა. მილიარდერს 22 მილიონამდე ხელმომწერი ყავს. ამასთან არ არსებობს მასკის მოსაზრების დამოუკიდებელი მტკიცებულება.  ამჟამად მასკის ტვიტი წაშლილია.

ბავშვთა საფეხბურთო გუნდის 12 წევრი და მათი მწვრნელი მღვიმეს დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ. ამ დროს დაიწყო ძლიერი წვიმა, რომლის შედეგადაც გამოქვაბულის გასასვლელი დაიტბორა და ბავშვებმა გამოსვლა ვეღარ შეძლეს. გასულ კვირას ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დაიწყო, რომელიც წარმატებით დასრულდა. მასკმა მაშველების ქმედებების შემოწმება მოითხოვა.

ანსვორტის პროფესიონალიზმის წყალობით გაირკვა ბავშვების ადგილმდებრეობა.

ილონ მასკმა მაშველებს შესთავაზა მინი სუბმარინის გამოყენება, რომელიც მისმა კომპანიამ დაამზადა და პირადად მან ტაილანდში ჩაიტანა. პროვინციის გუბერნატორმა მასკს დახმარებაზე უარი უთხრა. ანსვორტმა სუბმარინს პიარის ინსტრუმენტი უწოდა და მასკს ურჩია ის „იმ ადგილას შეეტენა, სადაც სტკიოდა“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე