ტყიბულის შახტში დაშავებული 3 მუშა თბილისში გადმოყავთ

საქართველო, თბილისი - 11:16 | 16.07.2018
ნანახია: 680

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული 6 მუშიდან 3 კატასტროფის ბრიგადას, ტყიბულის რაიონული საავადმყოფოდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოყავს. 

ცნობისთვის, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, დაღუპულია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე