Yahoo-მ შესაძლოა საკუთარი ინტერნეტ-ბიზნესი გაყიდოს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 03.12.2015
ნანახია: 1465

Yahoo-ს დირექტორთა საბჭომ შესაძლოა Alibaba-ში საკუთარი წილის გასხვისებაზე იმსჯელოს.  როგორც The Wall Street Journal-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, Yahoo-ს ინტერნეტ ბიზნესის გაყიდვაც სურს.

როგორც გამოცემა იუწყება მიმდინარე კვირაში რამნდენიმე შეხვედრაა ჩანიშნული, რომლებზეც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. უნდა აღინიშნოს, რომ Yahoo-ს Alibaba-ს აქციათა 15 %-ი ეკუთვნის, რომლის საბაზრო ღირებულებაც დაახლოებით 30 მლრდ დოლარია.

Yahoo-ს მთავარ ბიზნესს კი წარმოადგენს: Yahoo-ს საძიებო სისტემა, საფოსტო სერვისი - Yahoo Mail, ახალი ამბების სააგენტო - Yahoo News და სხვა.

ის, რომ Yahoo-ს გარსემო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, გამოცემა იმითაც ასაბუთებს, რომ Yahoo-ს ტოპ მენეჯერმა კონფერენციაში-  Credit Suisse მონაწილეობა გადადო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე