ტერეზა მეიმ ტრამპს მოუწოდა პუტინთან შეხვედრის დროს ხაზი ნატოს ერთიანობას გაუსვას

საქართველო, თბილისი - 18:10 | 13.07.2018
ნანახია: 677

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დროს ხაზი ნატოს ერთიანობას გაუსვას.
„მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრას პუტინთან. მაგრამ აუცილებელია მასთან ძალისა და ერთიანობის პოზიციიდან საუბარი, რომლის დემონსტრირებასაც ნატო ახდენს“, - განაცხადა მეიმ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს 16 ივლისს ჰელსინკში შეხვდებიან.

დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე