ჩვენ ნატოში შევდივართ, თუ ჩვენ სოხუმში და ცხინვალში შევდივართ.. ნატო ჩვენ ამაში გვეხმარება თუ ამ ეტაპზე გვიშლის ხელს - ადა მარშანია

საქართველო, თბილისი - 17:34 | 13.07.2018
ნანახია: 783

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრ ადა მარშანიას აინტერესებს, სოხუმსა და ცხინვალში შესვლაში ნატო ხელს გვიშლის თუ გვეხმარება.

როგორც დეპუტატმა პარლამენტში განაცხადა, მას ეჭვი ეპარება, რომ ნატო ქართველი ერის ისტორიული არჩევანია.

"შეიძლება საკამათოა ეს თქვენთვის, მაგრამ მე დიდი ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას რომ ჩვენი ერის ისტორიული ოცნება არის ნატოში შესვლა, მე დიდი ეჭვის ქვეშ ვაყენებ ამ ისტორიულ ნატვრას და მე არ მინდა რომ ისტროიულ ნატვრად გადაგვექცეს სოხუმში და ცხინვალში შესვლა. და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს შეიძლება ემოციურ, მაგრამ მიმაჩნია რომ სწორ ნათქვამს - ჩვენ ნატოში შევდივართ, თუ ჩვენ სოხუმში და ცხინვალში შევდივართ.. ნატო ჩვენ ამაში გვეხმარება თუ ამ ეტაპზე გვიშლის ხელს", - განაცხადა მარშანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე