თუ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთვება, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 17:12 | 13.07.2018
ნანახია: 978

თუ ის [სალომე ზურაბიშვილი] მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობას და პოზიციას დააფიქსირებენ, როგორც კი ამის დრო იქნება.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის პარლამენტში, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ დიდი პატივისცემით სარგებლობს. თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, კონსულტაციების დასრულებისთანავე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს გადაწყვეტილებას დავაფიქსირებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე