მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჟან-კლოდ იუნკერი ნატოს სამიტზე მთვრალი იყო, შეურაცხმყოფელია - ევროკომისია (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:42 | 13.07.2018
ნანახია: 708

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი ნასვამი იყო, შეურაცხმყოფელი  და სამარცხვინოა. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის სხინასმა განაცხადა.

„სამარცხვინოდ მიმაჩნია ის, რომ მედია ცდილობს შეურაცხმყოფელი სათაურები გააკეთოს და ამისთვის ჟან-კლოდ იუნკერის ტკივილი გამოიყენოს. ვფიქრობ , რომ ეს დიდი უსამართლობაა“, - განაცხადა სხინასმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეკითხვაზე იღებს თუ არა იუნკერი ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, რომლებსაც მსგავსი ეფექტის მოხდენა შეუძლიათ, სხინასმა უპასუხა, რომ უფლებამოსილი არ არის უპასუხოს შეკითხვებს, რომლებიც ჯანმრთელობასა და სამედიცინო დოსიეს ეხება.

 „უკვე გითხარით, რომ ის მკურნალობას გადის“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, გუშინ იუნკერს იშიალგიის შეტევა ჰქონდა, თუმცა ექიმებისთვის არ მიუმართავს, რადგან ამის აუცილებლობა არ იყო. „უკვე აგიხსენით, რომ ეს იყო შეტევა“, - განაცხადა მან და დასძინა რომ შეტევის გამო იუნკერის სამუშაო განრიგი არ შეცვლილა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიდეო, სადაც ჟან-კლოდ იუნკერი ბრიუსელში სამიტის დროს რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან ერთად ჩანს და გადაადგილება უჭირს. მედია წერდა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.  

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე