ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,3 % შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:27 | 03.12.2015
ნანახია: 1411

2015 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,3 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:  

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 0,9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,28 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა ძირითადად განაპირობა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასების 12,4-პროცენტიანმა მატებამ. ჯგუფში ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4,0 პროცენტი); 

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,4-პროცენტიანი კლება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,16 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-2,9 პროცენტი);

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები:  ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1,0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,09 პროცენტული პუნქტი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე