რუსეთის პოლიტიკაზე პასუხი ნატო-ს ახალი გაფართოება უნდა იყოს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:48 | 12.07.2018
ნანახია: 676

რუსეთი ახალგაზრდა დემოკრატიების წინააღმდეგ ერთიან პოლიტიკას ახორციელებს, რასაც უნდა გაეცეს პასუხი და ეს პასუხი უნდა იყოს ნატო-ს ახალი გაფართოება და ამ კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც დღემდე საქართველომ მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია მსოფლიო საერთო უსაფრთხოებაში, რომელმაც ნატო-სკენ სწრაფვის განაცხადი 16 წლის წინ გააკეთა და ამ პერიოდში მისი პროგრესი შთამბეჭდავია, ის ჩამოყალიბდა, როგორც ყველა ქვეყნისათვის სამაგალითო სახელმწიფო.

მისი თქმით, დღეს საქართველო უკვე ნატო-სთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატო-ს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად ემზადება წევრობისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში და კონკრეტულად, რეგიონის მნიშვნელობაზე ევროატლანტიკურ უსაფრთხოების, ის თუ რა შესაძლებლობებს ხსნის საქართველო თანამშრომლობისათვის და რატომ არის საქართველოს დაცულობა მნიშვნელოვანი ნატო-სთვის.

მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინ-აქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაა, რადგან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე პასუხის გაუცემლობის შედეგია, რომ დღეს ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას. მისივე თქმით, ეს არის ერთიანი პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ახალგაზრდა დემოკრატიების წინააღმდეგ, რასაც უნდა გაეცეს პასუხი და ეს პასუხი უნდა იყოს ნატო-ს ახალი გაფართოება და ამ კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლა.  როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს არსებული მდგომარეობით საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს წევრობისთვის. მისივე თქმით, საქართველო მზად არის, რომ ნატო-სთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე