ხორვატ ფეხბურთელს „დიდება უკრაინის“ სკანდირებისთვის ბოდიში მოახდევინეს

საქართველო, თბილისი - 14:43 | 12.07.2018
ნანახია: 1326

ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელს დომაგოი ვიდას „დიდება უკრაინის“ სკანდირებისთვის ბოდიში მოახდევინეს. მან  რუსეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ჩაწერა ვიდეომიმართვა, სადაც სკანდირებდა: „დიდება უკრაინას“. ხორვატ მცველს მხარი დაუჭირა მისმა თანამემამულემ ოგნენ ვუკოევიჩმა, რომელმაც გამარჯვება უკრაინასა და კიევის „დინამოს“ მიუძღვნა.

ვიდას გამონათქვამმა სკანდალი გამოიწვია, რომელზეც რეაგირება ფიფამ მოახდინა. დომაგოიმ გაფრთხილება მიიღო, ვუკოევიჩი და 15 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა.

ინგლისის ნაკრების დამარცხების შედეგად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატიის გასვლის შემდეგ ვიდამ რუსებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა რომ ეს უნებლიედ გააკეთა.

ხორვატიის ნაკრებმა ინგლისელები 2:1 დაამარცხა და ფინალში საფრანგეთის ნაკრებს 15 ივლისს შეხვდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე