ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 6,3 პროცენტი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:26 | 03.12.2015
ნანახია: 1504

2015 წლის ნოემბერში 2014 წლის ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 6,3 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 5,2 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,58 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22,9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (15,3 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 11,5 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (28,3 პროცენტი);

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 12,9 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0,81 პროცენტული პუნქტით აისახა;

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9,2-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (11,2 პროცენტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე