ტაილანდის მღვიმეში მყოფთაგან მწვრთნელი ყველაზე ძლიერ იყო დასუსტებული, მაგრამ გამოქვაბული პირველმა მაინც არ დატოვა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 12.07.2018
ნანახია: 1142

ტაილანდელ ბავშვთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა ეკაპჰონ ჩანთჰავონგმა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოზარდები გამოქვაბულში ათდღიანი ტყვეობის შედეგად გადარჩენილიყვნენ. ამის შესახებ ტელეარხ Thai PBS-თან ინტერვიუში სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელმა და ჩიანგრაის პროვინციის ყოფილმა გუბერნატორმა ნარონგსაკ ოსოთჰანაკონმა განაცხადა. 

„სწორედ მწვრთნელ ეკის წყალობით ბავშვებმა გადარჩენა შეძლეს თითქმის საკვების გარეშე, სიბნელესა და სინესტეში. ტრენერმა მათ ასწავლა სუფთა წყლის მიღება, რომელიც სტალაქტიდებიდან წვეთავდა, ურჩევდა რიგრიგობით და აუცილებლობის შემთხვევაში გამოეყენებინათ ელექტროსანათები, არ ემოძრავათ გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, შეენარჩუნებინათ ძალა და მედიტაციისთვის მიემართათ, რათა სულიერად არ გატეხილიყვნენ“, - აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა.

„ეკის დავალებით ბავშვები თანაბრად იყოფდნენ პროდუქტებს - ჩიფსებს, ნამცხვრებს, კანფეტებს, რომელიც მათ მღვიმეში შესვლის წინ ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღისთვის შეიძინეს, ეკის ორგანიზებით ისინი ყოველ დღე საკვების მცირე დოზას იღებდნენ, რათა ორგანიზმისთვის აიცილებელი საციცოხლო ძალა შეენარჩუნებინათ. თვითონ ეკი კი მისთვის განკუთვნილ რაციონსაც ბავშვებს აძლევდა“, - განაცხადა სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მთელი ათი დღის განმავლობაში იმ მომენტამდე, ვიდრე მათ მყვინთავები იპოვიდნენ, ბავშვებმა და მათმა ტრენერმა არაფერი იცოდნენ მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შესახებ.

 „მათ იცოდნენ, რომ ეძებდნენ, მაგრამ ესმოდათ ისიც რომ შესაძლოა ვერ ეპოვათ. ისინი მეტად ღრმად შევიდნენ მღვიმის სიღრმეში, რათა წყალდიდობისგან თავი გადაერჩინათ. მათ იცოდნენ, რომ გასასვლელი გზა მთლიანად იყო დატბორილი, რომელსაც ვერ გადალახავდნენ. ბავშვებს მხოლოდ სასწაულის სჯეროდათ და ამ რწმენას ეკი გამუდმებით უღვივებდა“, - აღნიშნა ოსოთჰანაკონმა.

25 წლის ეკაპჰონ ჩანთჰავონგმა (ეკი) მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგა და ბუდისტურ მონასტერში იზრდებოდა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში მორჩილი იყო.

მონასტრის სკოლის დამთავრების შემდეგ ეკი საერო ცხოვრებას დაუბრუნდა და პედაგოგიური განათლება მიიღო. ბავშვობიდან გატაცებული იყო ფეხბურთით და ის თავის პროფესიად აქცია.

როდესაც მაშველებმა თჰამ ლუანგის მღვიმეში შეაღწიეს და ჩარჩენილების ეტაპობრივი ევაკუაცია დაიწყეს, პირველ რიგში მათი გამოყვანის საკითხი დადგა, რომლებიც ყველაზე მეტად იყვნენ დასუსტებულნი.

მღვიმეში მყოფთან თავს ყველაზე ცუდად სწორედ ეკი გრძნობდა, ის ძლიერ იყო დასუსტებული. მაშველებმა ეკი ევაკუირებულთა პირველ ჯფუფში შეიყვანეს, თუმცა ტრენერმა თავისი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, უარი თქვა და მაშველებს უთხრა, რომ მღვიმეს სულ ბოლოს დატოვებდა, რადგან მათ, ვისაც გამოქვაბულში კიდევ ორი დღე მოუწევდათ დარჩენა, მისი მორალური მხარდაჭერა დასჭირდებოდათ.
მაშველებმა მღვიმიდან ბავშვები და მათი ტრენერი სამ ჯგუფად, სამი დღის განმავლობაში გამოიყვანეს. ბოლო ჯგუფში ოთხ ბავშვთან ერთად იყო მწვრთნელი ეკიც.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე