ილია მეორე სმიტების ოჯახის მკვლელობის გამო ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველო, თბილისი - 12:21 | 11.07.2018
ნანახია: 1013

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე სოფელ ხადაში მომხდარი მკვლელობის გამო ამერიკელ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახის ახლობლებს უსამძიმრებს.

ამის შესახებ პატრიარქის წერილშია აღნიშნული, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს გაეგზავნა.

„6 ივლისს სოფელ ხადაში დატრიალებულმა უბედურებამ ჩვენი საზოგადოება შეძრა. მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც გახშირებული მძიმე დანაშაულებების მიუხედავად, ხალხს მწვავე რეაქცია ჰქონდა, რადგან ტრაგედიის მსხვერპლი იყო მთელი ოჯახი, მითუმეტეს, სტუმრად მყოფი ოჯახი. ვუერთდები საერთო განწყობას და საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას მომხდარის გამო და გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და მათ ახლობლებს და ამერიკელ ხალხს“, - წერია წერილში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე