ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა დატოვა
საქართველო, თბილისი - 11:38 | 11.07.2018 ნანახია: 209
საპროკურორო საბჭოს წევრმა, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა დატოვა.
კახიძე რამდენიმე დღეა ითხოვს, საბჭოს დღევანდელი სხდომა, სადაც მთავარი პროკურორობის კანდიდატებს უსმენენ, მედიისთვის ღია ყოფილიყო, თუმცა საბჭომ მისი პოზიცია არ გაიზიარა.
„სხდომის დაწყებისთანავე დავაყენე საკითხი, რომ კანდიდატებთან გასაუბრება მედიისთვის ღია ყოფილიყო, როგორც არის ღია კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესი. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მიიღოს პასუხები ლაივრეჟიმში კანდიდატებისგან და შეაფასოს მათი კვალიფიკაცია, მაგრამ საპროკურორო საბჭომ აღნიშნული მოთხოვნა არ გაიზიარა. სხდომა იქნება დახურული და ვერ ვხედავ აზრს, მივიღო მონაწილეობა ამ პროცესში“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
მისივე თქმით, მათ არ ჰქონიათ ილუზია, რომ საპროკურორო საბჭო აირჩევდა შალვა შავგულიძეს მთავარ პროკურორად, ვინაიდან ისინი დღევანდელი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის სრული გავლენის ქვეშ არიან.
მისივე განცხადებით, საბჭოს სხდომაში მონაწილეობას აზრი არ აქვს, თუ საზოგადოება პროცესს ვერ მიადევნებს თვალს და პასუხებს ვერ მიიღებს.
„საპროკურორო საბჭო დავტოვე იმის გამო, რომ ვერ ვხედავ აზრს მონაწილეობის, თუ საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხები, ვერ იხილა პროცესი ღია რეჟიმში და თუ თეა წულუკიანმა წარმართა ეს პროცესი, მასში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ. ისედაც ვიცოდით, რომ არ აირჩევდნენ შალვა შავგულიძეს, ისეთი პოლიტიკური კონიუქტურაა შექმნილი ამ საპროკურორო საბჭოში, მაგრამ საერთოდ პროცესის გახსნილობაზეც არ არიან თანახმა“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბერლინში გამართულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა
- დიმიტრი მედოევის განცხადება არის ცალსახა პროვოკაცია, რომლის მიზანია საზოგადოების დაშინება - ქეთევან ციხელაშვილი
- ადრე თუ გვიან ყაზბეგი ოსეთს დაუბრუნდება - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ მოქალაქე დააკავეს
ბიზნესი
- ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება ის, რასაც ფულით ვერ იყიდი
- SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა "ხავერდის მზე" გაიმართება
- საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ
- PSP-ში ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური აქციები მიმდინარეობს
თავდაცვა
- კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი წვევამდელი კლინიკაში გადაიყვანეს
- ხვალიდან, სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყება
- სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასები 100-დან 500 ლარამდე გაიზრდება
- 2019 წლის მთავარი პრიორიტეტი იქნება თავდაცვის ძალების ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე ორგანიზება - ლევან იზორია
სპორტი
- ფეხბურთის ფედერაცია თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
- ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
- თორნიკე შენგელია სარეკლამო კლიპში „სამეფო კარის თამაშების“ გმირს განასახიერებს (ვიდეო)
- ბრიტანეთის პოლიციამ ფეხბურთელ ემილიანო სალას სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა