მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კანდიდატურა მოხსნა

საქართველო, თბილისი - 10:49 | 11.07.2018
ნანახია: 735

"ევროპული საქართველოს" მიერ წარდგენილმა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კანდიდატურა მოხსნა.

მისი თქმით, ის ითხოვდა რომ სხდომა მედიისთვის ღია ყოფილიყო.

მისივე თქმით, საპროკურორი საბჭო სხდომის გახსნას არ აპირებს, შესაბამისად, ის კანდიდატურას ხსნის.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, საპროკურორო საბჭოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე გაიყვანოს, შესაბამისად, მისივე თქმით, ხელისუფლებას ეს ყველაფერი ანტურაჟისთვის ჭირდებოდა, თითქოს, ოპოზიციის კანდიდატს უსმენენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე