ლენტეხში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 11.07.2018
ნანახია: 923

ლენტეხში, სოფელ ზესხოში ცეცხლი უკიდია ტყის საფარს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება, რომ არ მოხდეს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელება.

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი და ადგილზე იმყოფება ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფები. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ხანძრის ქრობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ვერტმფრენის ჩართვა.

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე