ტაილანდის მღვიმედან ყველა ბავშვი და მათი მწვრთნელი გამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 15:05 | 10.07.2018
ნანახია: 958

ტაილანდის მღვიმედან მეთორმეტე მოზარდი და მწვრთნელი გამოიყვანეს. ამის შესახებ Spring News-ი იტყობინება.

მედიის ცნობით ისინი საველე ჰოსპიტლისკენ მიემართებიან. ამის შემდეგ მათ ჩიანგრაის კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც რეაბილიტაციას დანარჩენი გადარჩენილები უკვე გადიან.

მაშველთა ჯგუფი ტრენერთან ერთად გამოქვაბულიდან თბილისის დროით 14:43 წუთზე გამოვიდენენ.

12 მოზარდი ადგილობრივი საფეხბურთო გუნდიდან და მათი მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი შვიდი კილომეტრის სიღრმის გამოქვაბულში თჰამ ლუანგში შევიდნენ და მოულოდნელი წყალდიდობის დროს იქიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. 10-დღიანი ძებნის შემდეგ ბავშვებს და მათ ტერენერს გამოქვაბულში მიაგნეს, ისინი შიმშილისგან იყვნენ დასუსტებულნი. რვა მოზარდი მაშველებმა გუშინ გამოიყვანეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე