დიდ ბრიტანეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ყავს

საქართველო, თბილისი - 13:42 | 10.07.2018
ნანახია: 693

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ჯერემი ჰანტი გახდა.
როგორც პრემიერის კანცელარიამ „ტვიტერში“ დაწერა, დედოფალი მოხარული იყო ამ თანამდებობაზე ჰანტის დამტკიცებით.

ამ პოსტზე ჰანტმა ბორის ჯონსონი შეცვალა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ტერეზა მეისთან ევროკავშირთან მომავალი სავაჭრო და საბაჟო ურთიერთობების საკითხებზე უთანხმოების გამო გუშინ გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას მეთ ჰენკოკი დაიკავებს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე