პუტინის ფილოსოფიაა ფული და ხელისუფლება- ამერიკელი სენატორი

საქართველო, თბილისი - 12:48 | 10.07.2018
ნანახია: 734

ამერიკელმა სენატორმა ჯონ ნილი კენედიმ რუსეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უნდა შეკავონ, ხოლო მისი ნდობა არ შეიძლება.

ამერიკელი კონგრესმენები რუსეთში 30 ივნისს ჩავიდნენ. ამერიკული დელეგაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიიღო. ასევე შედგა შეხვედრა რუს პარლამენტარებთან.

„რუსეთში არ არის პოლიტიკური ფილოსოფია. ეს იგივეა, რაც მაფიის პოლიტიკური ფილოსოფია. მათი ფილოსოფიაა  ფული და ხელისუფლება. ეს პუტინის ფილოსოფიაა“, - განუცხადა კენედიმ ჟურნალისტებს.

„პუტინის ნდობა არ შეიძლება. ვფიქრიბ, უმჯოიბესია, რომ ვცადოთ მისი შეკავება,“- აღნიშნა სენატორმა და ლავროვს მოჩხუბარი უწოდა.

სენატორმა ასევე განაცხადა, რომ არ ელოდება პუტინისა და ტრამპის შეხვედრისგან დიმპლომატიურ გარღვევას.

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს ჰელსინკში, 16 ივლისს შეხვდებიან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე