აშშ-ში სასამართლოს წინაშე 1 წლის ბავშვი წარსდგა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 10.07.2018
ნანახია: 616

ამერიკის არიზონას შტატში საემიგრაციო საქმეთა სასამართლოს წინაშე ერთი წლის ბიჭი წარსდგა. მოსმენის დროს ბავშვი მშობლების გარეშე იყო.

 „ბი ბი სის“ ინფორმაციით, სასამართლო განიხილავდა აშშ-ის ტერიტორიაზე ბავშვის დარჩენის უფლებას.

პროცესის დროს ბიჭუნა ბოთლიდან საკვებს ჭამდა და ბურთით თამაშობდა. დასრულებისის კი ატირდა.

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან მისი ნებაყოფლობით წასვლის შესახებ. ეს გადაწყვეტიელბა ამერიკის ხელისუფლებას უფლებას აძლევს ბავშვი ჰონდურასში გაგზავნოს, სადაც მანამდე მამამისის დეპორტაცია მოხდა.

მოსამართლე ჯონ რიჩარდსონმა აღნიშნა, რომ მისთვის უხერხული იყო საქმის განხილვა და ადვოკატისთვის შეკითხვის დასმა იმის შესახებ ესმის თუ არა მის დაცვის ქვეშ მყოფს საქმის არსი.

 „მრცხვენია ასეთი შეკითხვის დასმა, რადგან არ ვიცი ვის უნდა ავუხსნათ ეს. თუ მხოლოდ ვივარაუდებთ, რომ ერთი წლის ბავშვს შეუძლია საემიგრაციო კანონის გაცნობიერება“, - განაცხადა მოსამრთლემ.

ერთი წლის ბავშვის გარდა სასამართლოს წინაშე კიდევ რამდენიმე ადამიანი წარსდგა. ერთ-ერთმა მათგანმა შეკითხვაზე თუ რამდენი წლის იყო ის, ხუთი თითი აჩვენა.

ახალი საემიგრაციო პიოლიტიკის გამო 19 აპრილიდან 31 მაისამდე 2 ათასამდე ბავშვი ოჯახს დააშორეს არალეგალი მშობლების დაკავების პროცესის დროს.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ბავშვების მშობლებთან დაშორების აკრძალვის შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე