რუსთავში არასრულწლოვნებს ქალი ცივი იარაღით ემუქრებოდა -შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:04 | 10.07.2018
ნანახია: 859

რუსთავში არასრულწლოვნებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, რუსთავში, მე-11 მიკრორაიონის ტერიტორიაზე არასრულწლოვნებს ქალი ცივი იარაღით ემუქრებოდა. თვითმხილველმა პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც დაინახა, როგორ მისდევდა დანით შეიარაღებული ქალი მოზარდებს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აღიძრა, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს. 

უწყების ინფორმაციით, უკვე დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი, ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე