ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილების გამოყვანის ოპერაცია განახლდა

საქართველო, თბილისი - 11:02 | 10.07.2018
ნანახია: 638

ტაილანდში მღვიმედან ბავშვების გამოყვანის მესამე ფაზა დაიწყო. მაშველები გამოქვაბულში დარჩენილი ოთხი ბავშვისა და მათი მწვრთნელის გამოყვანას დღეს იმედოვნებენ.

მღვიმედან ასევე გამოიყვანენ ოთხ სამხედროს, მათ შორის ექიმს, რომლებიც ბავშვებთან, მათი აღმოჩენის მომენტიდან მღვიმეში ჩავიდნენ და მათთან დარჩნენ.

ხელსუფლების განცხადებით დღეს ზევით ცხარვე ადამიანს ამოიყვანენ.

შეგახსნებთ, ნორჩ ფეხბურთელთა გუნდის 12 წევრი და მათი ტრენერი 23 ივნისს დაიკარგნენ. 10 დღის შემდეგ მათ თჰამ ლუანგის მღვიმეში მიაგნეს.

გაირკვა, რომ ისინი შვიდი კილომეტრის სიღმრის მღვიმეში შევიდნენ და მოულოდნელად მოვარდნილი წყლის გამო იქიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. გუშინ გამოქვაბულიდან რვა მოზარდი გამოიყვანეს. ბავშვები და მათი მწვრთნელი შიმშილისგან დასუსტებულები არიან. გადაუღებელი წვიმების გამო გამოქვაბულშის შესასვლელი კვლავაც დატბორილია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე