გლდანში "ბეკოს" მაღაზია გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 10:45 | 10.07.2018
ნანახია: 910

გლდანში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია "ბეკო" გაქურდეს. 

წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია 30-მდე მობილური ტელეფონი, რომლის ღირებულება რამდენიმე ათას ლარს აღწევს.

სავარაუდოდ, ქურდები არასრულწლოვნები იყვნენ. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. 

უწყების ცნობით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი და ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე