ერევნის მერი თანამდებობიდან გადადგა

საქართველო, თბილისი - 16:24 | 09.07.2018
ნანახია: 762

ერევნის მერი, სომხეთის ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრი ტარონ მარგარიანი თანამდებობიდან გადადგა.
მედიის ცნობით, მერის მოვალეობას დროებით მისი პირველი მოადგილე კამო არეიანი შეასრულებს.

მანსმდე ერევნაში იმართებოდა საპროტესტო აქციები მარგარიანის გადადგომის მოთხოვნით. მისი მოწინააღმდეგეები ქალაქის თავს არაეფექტურ მმართველობაში ადანაშაულებდნენ. ამის გარდა ინტერნეტით გავრცელდა ფილმი მარგარიანის დიდძალი უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე