ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა

საქართველო, თბილისი - 15:39 | 09.07.2018
ნანახია: 713

ამერიკის ვირჯინიის შტატში  ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.

წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენი Robinson R44 ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც მხოლოდ ერთი პილოტი იმყოფებოდა.

თუმცა დაღუპული ვერტმფრენში არ იმყოფებოდა, ის სახლში იყო, რომელსაც ლაინერი დაეცა.

კატასტროფის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის ადგილზე მაშველები მუშაობენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე