ელისაბედ მეორე პრინც ლუის ნათლობას არ დაესწრება

საქართველო, თბილისი - 15:13 | 09.07.2018
ნანახია: 882

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე და მისი მეუღლე ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილის პირნც ლუის  ნათლობას არ დაესწრებიან.

ბუკინგემის სასახლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მონარქმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ხნის წინ მიიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას არანაირად არ უკავშირდება.

ლუის ნათლობა დღეს შედგება. დახურული ცერემონია წმინდა ჯეიმსის სასახლეში, სამეფო სამლოცველოში გაიმართება.  

ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია საზოგადოების წინაშე სამივე შვილთან ერთათად გამოჩნდებიან.

დედოფალი ელისაბედ მეორე ნორფოლკში ბრუნდება, სადც მას დატვირთული კვირა ელოდება. 10 ივლისს  სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ასი წლისთავის იუბილე აღინიშნება, 13 ივლისს კი უინძორის სასახლეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწვევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე