ტაილანდში მღვიმედან მეხუთე ბავშვი ამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 14:24 | 09.07.2018
ნანახია: 725

ტაილანდში მღვიმედან კიდევ ერთდი მოზარდი ამოიყვანეს, რომელსაც კლინიკაში გადასაყვანად უკვე ამზადებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საავტომობილო ტრასა, რომელიც თჰამ ლუანგის გამოქვაბულიდან ქალაქ ჩიანგრაის საავადმყოფომდე მიდის, გადაკეტილია, რათა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადარჩენილები კლინიკაში სწრაფად გადაიყვანონ.
ჰოსპიტლისკენ მიმავალი გზა, ჯერ კიდევ გუშინ გადაიკეტა, მას შემდეგ რაც მღვიმედან ოთხი ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს.

12 მოზარდი, ადგილობრივი საფეხბურთო გუნდიდან და მათი მწვრთნელი, 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი თჰამ ლუანგის 7 კმ-ის სიღმრის მღვიმეში შევიდნენ და მოულოდნელი წყალდიდობის გამო გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

ძებნა 10 დღეს გრძელდბოდა. ბავშვები და მათი ტრენერი გამოქვაბულში ცოცხლები იპოვეს, მაგრამ შიმშილისგან დასუსტებულები იყვნენ. ევაკუაციის პირველი ფაზის დროს გუშინ გამოქვაბულიდან  ოთხი მოზარდი ამოიყვანეს,  რომლებიც რეაბილიტაციას კლინიკაში გადიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე