იაპონიაში წყალდიდობას 100 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:57 | 09.07.2018
ნანახია: 746

იაპონიის დასავლეთით წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Associated Press-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

კიდევ 60 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული.

ყველაზე მეტი მსხვერპლი და ნგრევა ჰიროსიმას პრეფექტურაში დაფიქსირდა, სადაც ერთ მეტრამდე ნალექი მოვიდა.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დაზიანებულ სახლებში დაბრუნებისგან თავი შეიკავონ და სპეციალისტების შემოწმებას დაელოდონ. პრობლემას ქმნის ძლიერი სიცხე, ზოგიერთ რაიონში შეფერხებულია ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება.  

სინოპტიკოსების პროგნოზით, გადაუღებელი წვიმები, შესაძლოა ისევ გაგრძელდეს.

წყალდიდობამ ძლიერ დააზიანა ზოგიერთი საწარმოც. საავტომობილო კომპანია „მაზდამ“ ჰიროსიმაში თავისი ცენტრალური ოფისი დახურა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე