ეიმსბერში მოწამლული ქალი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:36 | 09.07.2018
ნანახია: 796

ინგლისის ქალაქ ეიმსბერში ნერვულ-პარალიტური ნივთიერებით მოწამლული ქალი გარდაიცვალა.
სკოტლანდ იარდის გამომძიებლებმა ქალის გარდაცვალების შემდეგ საქმე მკვლელობის გამოძიებით დაიწყეს.

პოლიციის ცნობით, გარდაცვლილი 44 წლის დონ სტერჯესია, რომელიც დარინგტონიდან იყო.

მათივე ინფორმაციით, ექსპერტიზა მოგვიანებით მოხდება.
სკოტლანდ იარდის ცნობით, მეორე მოწამლულის 45 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე