ტაილანდში მღვიმედან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია განახლდა

საქართველო, თბილისი - 13:02 | 09.07.2018
ნანახია: 675

ტაილანდის ჩრდილოეთით მღვიმედან ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გამოყვანის ოპერაცია განახლდა.

ოპერაციის პირველი ფაზის დროს მღვიმედან ოთხი მოზარდი ამოიყვანეს, რომლებიც ამ დროისთვის ქალაქ ჩიანგარის საავადმყოფოში გადიან რეაბილიტაციას.

ოპერაცია გუშინ ჟანგბადის ასობით ბალონების  ამოწურვის შემდეგ შეწყდა.

16 წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი, 23 ივნისს გაუჩინარდნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე თჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, რა დროსაც  მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ბავშვებმა მღვიმიდან გარეთ გამოვსვლა ვეღარ შეძლეს. ისინი ცხრა დღის აღმოაჩინეს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე