ტრაპიზონი და აჭარა ტურიზმის სფეროში ითანამშრომლებენ

საქართველო, თბილისი - 10:28 | 03.12.2015
ნანახია: 1512

ტრაპიზონი და აჭარა ტურიზმის სფეროში ითანამშრომლებენ. როგორც აჭარის მთავრობის მეთაურისა და ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის შეხვედრისას გაირკვა, მხარეები ტურიზმის განვითარების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე ერთობლივად იმუშავებენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია ასევე,  ევროკავშირის ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც საზღვრისპირა რეგიონების ერთობლივ განვითარებას ემსახურება. სამომავლოდ კულტურულ სფეროშიც შესაძლოა დაიგეგმოს და განხორციელდეს ერთობლივი ღონისძიებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე