დავით ბაქრაძე: „ევროპული საქართველო“ მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 09.07.2018
ნანახია: 1774

ბუნებრივია, ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე სახელისა და გვარის გადანაცვლება რადიკალურად განსხვავებულ შედეგს მოიტანს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, „ევროპული საქართველო“ მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

„ბევრი ხმამაღალი სიტყვა მოგვისმენია მობილურ და ეფექტურ მთავრობაზე, მაგრამ რასაც 6 წლის მანძილზე ვხედავთ რეალობა არის სრულიად საპირისპირო. ბუნებრივია, ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ამ გუნდში რამდენიმე სახელის და გვარის გადანაცვლება რადიკალურად განსხვავებულ შედეგს მოიტანს, ამიტომ „ევროპული საქართველო“ მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე