მექსიკაში აფეთქებებს 24 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:17 | 06.07.2018
ნანახია: 772

სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა მექსიკაში პიროტექნიკის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი იუწყება.

დაშავდა 49 ადამიანი. სავარაუდოდ ფოიერვერკების საწარმოში უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო.

აფეთქებების სერია თულთეფექის რაიონში მეხიკოს ჩრდილოეთით მოხდა. თულთეფექში ფოიერვერკების უამრავი მცირე ქარხანა მდებარეობს, სადაც პერიოდულად ხდება ასეთი სახის აფეთქებები. ამის გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში 70 ადამიანია დაღუპული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე