ილონ მასკი ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი მოზარდების გამოსაყვანად ტაილანდს დახმარებას სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 16:02 | 06.07.2018
ნანახია: 842

ამერიკელი მილიარდერი და კომპანია SpaceX- ის დამფუძნებელი ილონ მასკი ტაილანდში  ინჟინერთა ჯგუფის გაგზავნას აპირებს, რათა დაეხმაროს მაშველებს, ფეხბურთის გუნდის დაკარგული წევრებისა და მათი მწვრთნელის გამოყვანის დაგეგმვაში, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მღვიმეში არიან ჩარჩენილნი. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

კერძოდ დაგეგმილია, რომ ტექნოლოგია, რომელიც მასკს გააჩნია - Space Exploration Technologies Corp-ი მაშველებს დაეხმარება დაკარგული ადამიანების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენაში.

გარდა ამისა, ტაილანდში გაგზავნიან ძლიერ დატვირთულ ლათიუმ-იონის აკუმულატორებს - Powerwall, რომელსაც Tesla Motors-ი აწარმოებს, რაც აუცილებელია ამოტუმბვითი სამუშაოების შესრულებისთვის, რომელიც წყალს მღვიმედან ამოიტანს. ამის შესახებ მედიას მასკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. ჯერჯერობით დაზუსტებული არაა მიიღო თუ არა მასკის შემოთავაზება ტაილანდის ხელისუფლებამ.

თავის Twitter-ზე ილონ მასკმა ახალი მეთოდი ბავშვების გადარჩენის ახალი მეთოდის შესახებ დაწერა  - მისი აზრით, ბავშვების ადგილსამყოფელამდე უნდა გაიჭიმოს ნეილონის მილი და გაიბეროს ჰაერით, რისი საშუალებითაც შეძლებენ გამოსასვლელამდე მიღწევას შეძლებენ.

შეგახსენებთ რომ 23 ივნისს ტაილანდის ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის 12 მოზარდი და მისი მწვრთნელი გაუჩინარდა. ისინი გაემგზავრნენ 7 კმ-ს სიღრმის მღვიმეში - თამ ლუანგში და მოულოდნელად მოვარდნილი წყლის გამო გარესამყაროს მოწყდნენ.

მათი პოვნა მხოლოდ ცხრადღიანი ძებნის შემდეგ მოხერხდა. თუმცა ისინი შიმშილის გამო ძალიან იყვნენ დასუსტებულები. ბავშვებმა, რომლებიც მაღალმთიანეთიდან არიან, ცურვა არ იციან, ხოლო წყლის დონე უახლოესი დღეების განმავლობაში დაწევას არ აპირებს. გამოყვანის ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილება მათთვის აკვალანგის დახმარებით ცურვის სწავლება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე