გორის მუნიციპალიტეტში 17 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული

საქართველო, თბილისი - 15:42 | 06.07.2018
ნანახია: 892

გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში 17 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

გარდაცვლილის მამა, მერაბ მერებაშვილი ამბობს, რომ მისმა შვილმა დაჭრის შემდეგ ახლო ნათესავებს დაურეკა.

„სასწრაფო როცა მივიდა და წაიყვანა, დამნახავები არიან, ბავშვი სუნთქავდა. ბავშვი, როცა წაიყვანეს ასე მითხრეს მე მერე, რომ შემოყვანის დროიდან ეგ ბავშვი აღარ იყოვო,“ - განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

გორის რაიონში, სოფელ ხელთუბანში 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი დღეს იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე